• ,,სიახლეების’’ რუბრიკაში გამოქვეყნდება ყველა ის მასალა, რომელსაც გამოაგზავნის კომპანიის შესაბამისი განყოფილება ელექტრონულ მისამართზე info@georgianbrand.ge
• პორტალის რედაქცია იტოვებს უფლებას, განსაზღვროს მოწოდებული ახალი ინფორმაციის მნიშვნელობა და პორტალზე გამოქვეყნების ვადები.
• თუ რომელიმე ბრენდი დაგვიკვეთავს პრესანონსისა და პრესრელიზის მომზადებას, კორექტირებას და გამოქვეყნებას პორტალზე, ეს მოხდება უფასოდ, ჩვენი საქმიანი და გრძელვადიანი თანამშრომლობიდან გამომდინარე.
• პორტალის რედაქცია იტოვებს უფლებას, აუცილებლობის შემთხვევაში, დახვეწოს სტილისტურად და შეამციროს ბრენდის შესაბამისი განყოფილების მიერ მოწოდებული ნებისმიერი სახის გამოსაქვეყნებელი მასალა. ინფორმაცია, რომელიც არ პასუხობს პორტალის სფეციფიკას, არ გამოქვეყნდება.
• პორტალის რედაქცია ვალდებულია, გარეშე ავტორთან შეთანხმებით, შეასწოროს და შეკვეცოს მოწოდებული მასალა.
• კონკრეტული სარეკლამო საიმიჯო ფორმების გამოყენების გარდა, კატეგორიულად არ მიიღება იმ სახის მასალა, სადაც გამოყენებულია ბრენდის სარეკლამო მოწოდებები და სუბიექტური კომენტარები.
• მიიღება ბრენდის ფოტო (2 ცალი) და სხვა სახის საილუსტრაციო მასალა, რომელიც ასევე დამატებითი ინფორმაციის მატარებებლია. აუცილებელია, წარმოდგენილი მასალა იყოს ხარისხიანი.
• პორტალის რედაქცია პასუხს არ აგებს კომპანიის შესაბამისი განყოფილებისა და გარეშე ავტორის მიერ მოწოდებული გამოსაქვეყნებელი მასალის სიზუსტეზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიის ინფორმაციის მოწოდებაზე დაკავებულ თანამშრომელსა და გარეშე ავტორს.


