სექტემბერი 2010
მენიუ





 
 
გენერალური სპონსორი:

პორტალი



პორტალის შესახებ

ეს არის  ბრენდების პირველი და ერთადერთი საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

იპოვეთ თქვენი ღირსეული და მყარი ადგილი ამ პორტალზე.

ნუ გამოაკლდებით წარმატებულ კომპანიებს, რომელთა შორის თქვენი კონკურენტებიც არიან.

ჩვენ გაგვიჩნდა უნიკალური იდეა და რეალობად ვაქციეთ იგი.

თქვენ კი-გამოიყენეთ შანსი და დაამტკიცეთ უპირატესობა.


თქვენი VIP ადგილი

"ქართული ბრენდი" (www.georgianbrand.ge) პირველი და ერთადერთი საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალია ქართულ ინტერნეტ სივრცეში. ნუ გამოაკლდებით წარმატებულ და აღიარებულ კომპანიებს, რომელთა შორის თქვენი კონკურენტებიც არიან.

პორტალზე გაეცნობით საინტერესო ინფორმაციას, როგორც ცნობილი, ასევე ახალი ქართული და უცხოური ბრენდების ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებზე, მოვლენებზე, განვითარების ტენდეციებსა და მიმდინარე პროცესებზე მათი ფორმირება - ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

პორტალის შექმნა განაპირობა იმ ხუთწლიანმა გამოცდილებამ და წარმატებულ კომპანიებთან საქმიანმა ურთიერთობამ, რაც დაკავშირებულია ყოველწლიურ კონკურსთან ,,ქართული ბრენდის დღე’’.

პროექტის აღიარება და მასშტაბურობა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი ,,ქართული ბრენდი’’ ასევე  საინტერესო და მიმზიდველი გახდება ყოველდღიურად მზარდი ინტერნეტ აუდიტორიისთვის.

პორტალის აკადემიურობა და ბრენდების შეფასების ახალი სისტემა თავისთავად ხელს შეუწყობს ,,ქართული ბრენდის დღის’’ სრულყოფას, პოპულარიზაციასა და მასშტაბურობას.

უპირატესობა

• ინტერნეტმომხმარებლებს ექნებათ უნიკალური საშუალება, სწრაფად და ეფექტურად, ერთი აკადემიური პორტალის მეშვეობით, მიიღონ მათთვის სასურველი, მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი ინფორმაცია ბრენდების შესახებ. თვალყური მიადევნონ ბრენდების რეიტინგს ყოველთვიურად და გამოავლინონ გამარჯვებულები სხვადასხვა სფეროებისა და ნომინაციების მიხედვით.

 *კომპანია, პროდუქტი, რომელიც მომავალში ჩამოყალიბდება ბრენდად, პორტალის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი გარკვეული მისაღები პირობების გათვალისწინებით, ჩაერთვება საკონკურსო შეფასების  ახალ სისტემაში.

* პორტალის უპირატესობას განაპირობებს მისი ინოვაციურობა  მთლიანად და  კონკრეტული შემადგენელი ნაწილებით.

• პორტალის უპირატესობას განაპირობებს ყოველწლიური კონკურის ,,ქართული ბრენდის დღის’’ მრავალწლიანი გამოცდილება, წარმატება და აღიარება.

• პორტალის უპირატესობას განაპირობებს  მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა მარკეტინგის, რეკლამის, PR-ის ცნობილ სპეციალისტებთან და ეკონომიკის ექსპერტებთან;  ბიზნეს გამოცემებთან და საინფორმაციო სააგენტოებთან. ეკონომიკურ თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებთან.

• პორტალის უპირატესობას განაპირობებს კლიენტების, პარტნიორებისა და მომხმარებლების რეალურად არსებული სეგმენტი. 

*პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია უფასოა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

ჟურნალი "ბრენდნიუსი"