ეს არის ბრენდების ცნობარი , რომელიც სისტემატიურად შეივსება და განახლდება ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემების მიხედვით. ჩვენ მას ბრენდ ლოკატორი დავარქვით და ვფიქრობთ, ზუსტად გამოხატავს ცნობარის ფუნქციას. აქ წარმოდგენილი ყველა ბრენდი ამავდროულად შეფასების ახალ სისტემაში არის ჩართული.
ბრენდები გაერთიანებული არიან ანბანისა და კონკრეტული სფეროების მიხედვით; ამდენად, ცნობარით სარგებლობა და სასურველი ინფორმაციის მიღება ძალიან გამარტივებულია. რადგან ჩვენი პორტალი მხოლოდ და მხოლოდ ბრენდებზეა ორიენტირებული და ერთადერთი საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალია ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ბუნებრივია ჩვენი მისწრაფებაც და სურვილიც: არ გამოგვრჩეს არც ერთი წარმატებული კომპანია(ბრენდი) და ყველას დავუთმოთ საკუთარი ღირსეული ადგილი. თუ ასეთი გამოგვრჩა, გთხოვთ, მოგვიტევოთ, გამოგვეხმაუროთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია.
მონაცემთა ჩამონათვალი:
* კომპანიის(ბრენდის) დასახელება
* ლოგოტიპი
* ქვეყანა
* ქალაქი
* ბრენდ-პროდუქტების ჩამონათვალი
* მოკლე ინფორმაცია კომპანიაზე
* ბრენდის მფლობელი სხვა აქციონერების დასახელება
* საფოსტო მისამართი
* ვებ-გვერდი
* იმეილი
* ტელ/ფაქსი
* ხელმძღვანელი პირი
ჩვენი მივმართავთ ყველა კომპანიის (ბრენდის) მესვეურს, ბრენდ-მენეჯერებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელებსა და პრეს-მდივნებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ბრენდ ლოკატორის სრულყოფაში და დროულად მოგვაწოდონ ცნობარისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ამისათვის აუცილებელია, დარეგისტრირდეთ პორტალზე და ისარგებლოთ ინფორმაციის დასამატებელი ფორმით.
ასევე შეგიძლიათ, წარმოდგენილი ფორმის ,,უკუკავშირის’’ საშუალებით, გვაცნობოთ ამა თუ იმ კომპანიის(ბრენდის) მონაცემში აღმოჩენილი ინფორმაციული უზუსტობის შესახებ.
გისურვებთ წარმატებებს და იმედია, აქტიურად ვითანამშრომლებთ.


