
გიორგი ქორქია:
ჩვენ გავიმარჯვეთ ნომინაციაში ,, საუკეთესო სატელევიზიო შოუ’’. გამიხარდა ძალიან, მაგრამ არ გამკვირვებია. არ გამკვირვებია იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო ქართული ბრენდი, არამედ მსოფლიო ბრენდია. ეს შოუ უკვე წლებია ითვლება ყველაზე დინამიურ, ყველაზე კარგ რეალურ შოუდ და ეძახიან რეალური შოუების “მამას.’’ რაც შეეხება დაჯილდოების ცერემონიალს, არაჩვეულებრივი იყო. მინდა მივულოცო და მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს. ასევე მომავალი წარმატებები ვუსურვო ღონისძიების ყველა მონაწილეს.

ნატა ნიჟარაძე:
მე ძალიან მიხარია, ასეთი მოვლენა რომ არსებობს საქართველოში. ის კომპანიები, რომლებიც მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან, ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის. როცა არსებობს “ბრენდის დღე” და მათ დამსახურებისამებრ ეუბნებიან “ყოჩაღ”, მე ვფიქრობ ეს არის კარგი და არაჩვეულებრივი. ძალიან მიხარია, რომ მანანას გაუჩნდა ეს იდეა და ბრენდის დღის დაწესება გადაწყვიტა. მინდა მას წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ახალ-ახალი ბრენდები შეემატება ამ ღონისძიებას და ის უფრო მასშტაბური გახდება.

თათია გიორგობიანი:
მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრები დღევანდელ ცერემონიალს. მეორედ ვარ უკვე თქვენს საღამოზე, შარშან ჩატარდა GTC- ში და ძალიან კმაყოფილები წამოვედით მე და ჩემი მეუღლე. მოხარული ვარ, რომ ერთგვარ ტრადიციად გვექცა ყოველ წელს თქვენს საღამოზე დასწრება. მინდა გისურვოთ წარმატებები. მივესალმებით ყოველ თქვენს ახალ პროექტს, მითუმეტეს როდესაც ასეთი დაჯოლდოების ცერემონიალია. რაც უფრო მეტი ასეთი ღონისძიება ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში, მით უკეთესი.

ეკა ნიჟარაძე:
ძალიან კარგია, ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა, რომ დამპატიჟეთ. დავესწრები და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს. გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს, ხო?
წინასწარ ვულოცავ გამარჯვებულებსა და ორგანიზატორებს.

მარიკა დარჩია:
ძალიან კარგი ღონისძიებაა. ძალიან კარგია, რომ ეს ტრადიციაა და წყვეტა არა აქვს. ძალიან ენერგიული ადამიანები აკეთებენ და სარწმუნო ნომინაციებია, რასაც მე ვუყურებ.

მამუკა ლომაშვილი:
“ქართული ბრენდის დღე” რომ არსებობს, ძალიან კარგია; მითუმეტეს, რომ ეს ტრადიციად დამკვიდრდა. როდესაც ქალბატონი მანანა გეგიძე აწყობს ხოლმე ასეთ ღონისძიებებს, ყოველთვის ვესწრები; თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღესასწაულებზე ყოველთვის არის სიურპრიზები და ძალიან კარგი სიტუაციები. მეც ვთანამშრომლობ “პროფილთან’’, რომელსაც მართლაც გამორჩეული ხელწერა აქვს.
ვულოცავ ქალბატონ მანანას ამ მართლაც არაჩვეულებრივ საღამოს; სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდი ასეთ პომპეზურობას. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზუალური მხარეს შესაბამისი შინაარსობრივი დატვირთვაც ექნება. მინდა წარმატება ვუსურვო “პროფილს” და ყველა მონაწილეს. მიხარია, რომ საქართველოში არსებობს ასეთი დღე.

ვალერი ფანცულაია:
საქართველოში საერთოდ თვითონ ეს მოვლენა ახალი ხილია, რამდენადაც პიარის თვალსაზრისითაც საჭიროა ასეთი აქტივობები. საინტერესოა, წლის განმავლობაში ვინ უფრო გამოიჩინა თავი, რომ მოხდეს წლის ბოლოს შეჯამება. ამ შემთხვევაში მთავარია, დაცული იყოს ობიექტურობა და არ ქონდეს ადგილი მიკერძოებას, რადგან ეს შესაძლებელია, გამოყენებული იქნას, ვთქვათ ვიღაცის გაპიარებისათვის. თუ ეს ობიექტური იქნება, რა თქმა უნდა ძალიან კარგი და მისასალმებელი იქნება. გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღი ვითარების დამკვიდრებას, როდესაც, ცნობილი და პოპულარული ხდები შენი საქმიანობიდან გამომდინარე.
იმ კომპანიების, ბრენდების, დაჯილდოება, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოლოვანი ფაქტია. როდესაც მუშაობ, აკეთებ შენ საქმეს, ამას სხვები ხედავენ და აფასებენ, ეს არის ზუსტად ის PR ,საზოგადოებასთან ურთიერთობა, რაც ყველას სჭირდება.

ლიკა ყაზბეგი:
ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ მნიშვნელოვან დღეზე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი გვყავს სამი საუკეთესო დიზაინერი და საუკეთესო მოდელები. მინდა გითხრათ, რომ პირველად ვმონაწილეობ “ქართული ბრენდის დღეზე” მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სააგენტო 15წელია რაც ქართულ ბაზარზეა; რატომღაც მოხდა ასე, რომ პირველად გვიწევს ურთიერთობა. იმედი მაქვს, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა იქნება უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი.
გამოხმაურება: www.conference.ge (ქართული ბრენდის დღე-2006-2007)
მაია არაბიძე: კარგად გათვლილი და დაგეგმილი ღონისძიება იყო;
რეზო მაღალაშვილი:ძალიან ვისიამოვნე, დიდი მადლობა ელგუჯა.ღვინო განსაკუთრებით მომეწონა;
სოფო ამირანაშვილი: არ შემიძლია, რეზოს არ დავეთანხმო. დიდი მადლობა ელგუჯა;
ნინო აბსანძე: სამწუხაროდ, გვიან გავიგე თორემ მეც მოვიდოდი ბრენდის დღეზე;
სოსო გალუმაშვილი:ვულოცავ ელგუჯას და მთელ ,,პროფილს'';
ხატია ჯამბაზიშვილი: მეც ვულოცავ.ძალიან კარგი იყო;
რეზო მაღალაშვილი: ჩემი ძმა აკეთებს ხვალ ინსტიტუტში პრეზენტაციას ბრენდის დღეზე...
გიორგი სელიმაშვილი: შარშან სამწუხაროდ ვერ დავესწარი ამ მოვლენას.წელს არ გამოვტოვებ! აუცილებლად ვიქნები!ეს ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიებაა,რომელიც გვიჩვენებს ქართული ბრენდების მიღწევებსა და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს! წარმატებას ვუსურვებ ღონისძიების ორგანიზატორებს და,რა თქმა უნდა, ნომინანტებს!


