ინტერნეტის განვითარებამ და შესაძლებლობებმა გვიბიძგა, შეგვექმნა ბრენდების შეფასების სრულიად ახალი სისტემა., რომელიც ინოვაციურია და ამდენად საინტერესოა მომხმარებლებისათვის.
აღნიშნული სისტემა ძირითადად ორიენტირებულია იმ აქტიურ აუდიტორიაზე, ვინც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ბრენდინდუსტრიის განვითარებასთან საქართველოში; ესენი არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტები, ბრენდ-მენეჯერები, ჟურნალისტები, სარეკლამო, კვლევითი, PR საკონსულტაციო, სოციოლოგიური კომპანიები და ტრენინგ-ცენტრები; ასევე ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ლექტორები და შესაბამისი განყოფილებების სტუდენტები.
ბრენდების შეფასება ხდება ქვემოთ მითითებული კრიტერიუმების მიხედვით: (ეს არის 5 ქულიანი, 0-დან-5-ის ჩათვლით ყოველთვიური რეიტინგი, რომელიც ბრენდების დაჯილდოების დასკვნით ღონისძიებამდე ერთი თვით ადრე შეჯამდება) ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა, რომ გამოირიცხოს ყველა შესაძლო გაუგებრობა. ხმის მიცემის პარალელურად სისტემაში, კრიტერიუმების მიხედვით, ავტომატურად ქრება ქულების მაჩვენებელი, რაც გამორიცხავს ხელმეორედ მონაწილეობას და თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანის კორექტირებას. ამდენად, ხმის მიცემამადე გმართებთ სერიოზული დაფიქრება და ზუსტი გადაწყვეტილების მიღება.
ბუნებრივია, ბრენდების ვირტუალურ რეჟიმში შეფასება არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი კვლევის მეთოდი. საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ იყენებს სხვა ეფექტურ მეთოდებსაც და მონაცემების საბოლოო შეჯერების შედეგად დგინდება ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვებული ბრენდი.
დაინტერესდით და მიიღეთ მონაწილეობა ბრენდების შეფასებაში.
თქვენი კომპეტენტური და პროფესიული მიდგომა მეტად მნიშვნელოვანია იმ რეალური სურათის გამოსავლენად, რაც ბაზარზე ბრენდების პოზიციებს უკავშირდება.


