შეთავაზება პოტენციური პარტნიორებისა
საინფორმაციო მხარდამჭერებისადმი
ჩვენი თანამშრომლობა გულისხმობს ბარტერის პრინციპს შემდეგი შესაძლო ველდებულებების გათვალისწინებით, ურთიერთმოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად დადგენილ ვადებში.
განსახილვევი ვადები:
ა) 1 თვიანი თანამშრომლობა
ბ) 3 თვიანი თანამშრომლობა
გ) 6 თვიანი თანამშრომლობა
დ) 1 წლიანი თანამშრომლობა
ე) გრძელვადიანი თანამშრომლობა
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ შესაძლო ვალდებულებები:
1. პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერი დასახელებული იქნება, როგორც პორტალის ,,პარტნიორი’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერი;’’ შესაბამისად თვალსაჩინო ადგილზე დაიდება ლოგოტიპი, რომელიც გამოჩნდება პორტალის ყველა გვერდზე.
2. პორტალზე განთავსდება ,,პარტნიორისა’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერის’’ ფლეშბანერი.
3. ,,პარტნიორი’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერი’’ მონაწილეობს პორტალის საპრეზენტაციო ღონისძიებაზე და უფლება აქვს სურვილისამებრ გააფორმოს საპრეზენტაციო ადგილი შესაბამისი კორპორატიული ატრიბუტიკით.
4. ,,პარტნიორსა’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერის’’ ლოგოტიპი განთავსდება პრეზენტაციის მთავარ ბანერზე.
5. ,,პარტნიორსა’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერის’’ ლოგოტიპი განთავსდება პრეზენტაციის მოსაწვევზე.
6. ,,პარტნიორი’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერი’’ დასახელდება ნებისმიერი სახის სარეკლამო საშუალების გამოყენების დროს.
7. ,,პარტნიორი’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერი’’, რომელიც პასუხობს ბრენდის მოთხოვნებს, ჩართული იქნება ბრენდების შეფასების ახალ სისტემაში და მონაწილეობას მიიღებს ,,ქართული ბრენდის დღის’’ დასკვნით ღონისძიებაზე. რომელიმე ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში დაჯილდოვდება პრიზითა და დიპლომთ.
8.პორტალის სარედაქციო ჯგუფი უზრუნველყოფს საინტერესო, ახალი და აქტუალური მასალების მომზადებასა და პორტალზე პერიოდულად განთავსებას ,,პარტნიორისა’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერის’’ შესახებ.
9. პორტალის ,,პარტნიორსა’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერს’’ უფლება აქვს გამოიყენოს პორტალზე გამოქვეყნებული ვიზუალური და ტექსტუალური მასალა პორტალის ვებ-გვერდისა და ლოგოტიპის მითითებით.
პოტენციური ,,პარტნიორისა’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერის’’ შესაძლო ვალდებულებები:
1. პორტალის ,,პარტნიორები’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერები’’ უზრუნველყოფენ პორტალს საქართველოში და საზღვარგარეთ მიმდინარე ბიზნეს სიახლეებით, გარდა ამისა უზრუნველყოფენ საქართველოში მოქმედი ბრენდების შესახებ საინტერესო სიახლეებზე პერიოდულად ინფორმაციის მოწოდებას. პორტალი თავის მხრივ საკუთარ თავზე იღებს წყაროს მითითების ვალდებულებას.
2. ,,პარტნიორისა’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერის’’ ვებ-გვერდებზე განთავსდება საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალ ,,ქართული ბრენდის’’ ლოგოტიპი თვალსაჩინო ადგილზე, რომელიც გამოჩნდება ყველა გვერდზე.
3.ვებ-გვერდებზე,პორტალებზე, ფორუმებსა და კონფერენციებზე განთავსდება ,,ქართული ბრენდის’’ ფლეშბანერი, სადაც აღნიშნული იქნება ,,გენერალური სპონსორებისა’’ და ,,სპონსორების’’ შესახებ.
4.,,პარტნიორი’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერი’’ უზრუნველყოფს პორტალის საპრეზენტაციო ღონისძიების გაშუქებასა და ინფორმაციის გავრცელებას, სადაც აუცილებელია პორტალის ლოგოტიპისა და ვებ-გვერდის მისამართის დაფიქსირება, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ დასახელება და პორტალის ,,გენერალური სპონსორებისა’’ და ,,სპონსორების’’ აღნიშვნა.
5. პორტალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან ერთად, პორტალის ,,გენერალური სპონსორებისა’’ და ,,სპონსორების’’ წარმომადგენლები უნდა იყვნენ აუცილებელი რესპოდენტები.
6. პორატალის ,,პარტნიორები’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერები’’ უზრუნველყოფენ ვიზუალური და ტექსტური მოკლე სარეკლამო მასალის გავრცელებას პორტალ ,,ქართული ბრენდის’’ შესახებ.
7. პორტალის ,,პარტნიორები’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერები’’ ინტერესდებიან საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ სიახლეებით, ავრცელებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, ანონსებსა და პრესრელიზებს.
8. პორტალის ,,პარტნიორები’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერები’’ ასევე არიან პროექტ ,,ქართული ბრენდის დღის’’ ,,პარტნიორები’’ და ,,საინფორმაციო მხარდამჭერები’’ ურთიერთმისაღები შეთანხმების გათვალისწინებით და მონაწილეობას ღებულობენ გამარჯვებული ბრენდების დაჯილდოების დასკვნით ღონისძიებაზე.
ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის.


