სექტემბერი 2010
მენიუ





 
 
გენერალური სპონსორი:

ავტორებს



საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი ,,ქართული ბრენდი’’ ღიაა ყველა პოტენციური ავტორისათვის.
შეკვეთილი მასალების ავტორებსა და მოწვეულ ჟურნალისტებს,  ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, აუნაზღაურდებათ გაწეული შრომის საფასური.
პორტალის განახლება ხდება პერიოდულად,  ინფორმაციის აქტუალურობისა და სიტუაციის  გათვალისწინებით.
ყველა მასალა ინახება სათანადო არქივში.

გამოქვეყნებისათვის მიიღება მასალები!
• თეორიული ხასიათის(გახსნილი უნდა იყოს კონკრეტული თემის აქტუალობა პრაქტიკული თვალსაზრისით; როგორ გამოიყენება ან შეიძლება გამოვიყენოთ თეორია პრაქტიკაში).
• ანალიტიკური ხასიათის(აუცილებელია იმ მეთოდების სისტემაში მოყვანა, რასაც იყენებს ავტორი კონკრეტული თემის ანალიზისას; უნდა იყოს ნაჩვენები წარმოდგენილი მეთოდების აქტუალობა, მნიშვნელობა და უპირატესობა ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტზე)
*მასალის თემა ერთი მხრივ მკაფიოდ უნდა პასუხობდეს პორტალის სფეციფიკას, მის აკადემიურობას, მაგრამ მეორე მხრივ უნდა იყოს გასაგები და წასაკითხად ადვილი.
*სასურველია, წარმოდგენილ მასალას თან ახლდეს ილუსტრაცია, გრაფიკა, დიაგრამები და ასე შემდეგ, გამომდინარე მისი ხასიათიდან.
*აუცილებელია, მიეთითოს გამოყენებული ლიტერატირისა და სხვა წყაროს შესახებ ინფორმაცია.
*მასალის ტექსტი უნდა იყოს word-ის ფორმატში(1-3 გვერდი, უნიკოდში აკრეფილი ტექსტი) და თან უნდა ერთვოდეს ავტორის შესახაბ სრული ინფორმაცია.
*პორტალის რედაქცია ვალდებულია, შეათანხმოს ავტორებთან წარმოდგენილი მასალის შეასწორება- შეკვეცის ნიუანსები.

*პორტალის რედაქცია პასუხს არ აგებს წარმოდგენილი მასალის სიზუსტეზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორს.
გმადლობთ დაინტერესებისა და თანამშრომლობისათვის

ჟურნალი "ბრენდნიუსი"