მისია
•ჩვენი სურვილია, ,,ქართული ბრენდი'' იყოს აკადემიური, ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვანი საინფორმაციო ანალიტიკური წყარო საინტერესო და აქტუალური ინფორმაციის მისაღებად.
•ხელი შეუწყოს ძლიერი, აღიარებული და ცნობილი ბრენდების სტაბილურ განვითარებას. ახალი ბრენდების ფორმირება-ჩამოყალიბებას.
•ხელი შეუწყოს ბრენდ- ბაზარზე ეთიკური და ჯანსაღი კონკურენციის მეთოდების დანერგვას, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ბრენდინგის, ნეიმინგის, კვლევის, PR-ის, რეკლამის, მარკეტინგის, ბი-თი-ელ-ის, დირექტ-მარკეტინგის, კრიზისული სიტუაციების მართვის, მედიასთან ურთიერთობის, კრეატივის, კორპორატიული იმიჯის ფორმირების, სპონსორინგის, ფანდრაიზინგის, მერჩენდაიზინგისა და სხვა ახალი ტექნოლოგიების ფუნქცია-მნიშვნელობის გააზრებას კომპანიის წარმატებისათვის.
მიზნები
* საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი ,,ქართული ბრენდი’’ გახდეს ლიდერი ქართულ ინტერნეტ- სივრცეში, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა ბრენდი.
* საქართველოს ბაზარზე არსებულ ბრენდებს შევთავაზოთ საქმიანი, გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობები, რაც ორმხრივი წარმატების საწინდარი გახდება.
* უზრუნველვყოთ პორტალის სტაბილური განვითარება და მომგებიანობა.
* ინტერნეტმომხმარებელს, პორტალზე წარმოდგენილ ბრენდებსა და პოტენციურ პარტნიორ კომპანიებს შევთავაზოთ მიუკერძოებელი და ეფექტური ბრენდების შეფასების ახალი სისტემა, რაშიც ჩაერთვება ყველა ბრენდი.
* უფრო მასშტაბური და საინტერესო გავხადოთ ყოველწლიური კონკურსი ,,ქართული ბრენდის დღე’’


