პორტალის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღერძს წარმოადგენს ყოველკვირეული ელექტრონული ჟურნალი ,,ბრენდნიუსი'',სადაც ინტერნეტმომხმარებელს საშუალება მიეცემა, მიიღოს ახალი და საინტერესო ინფორმაცია,როგორც თქვენი ბრენდების,ასევე მსოფლიო ბრენდსამყაროში მიმდინარე პროცესების შესახებ.ამაზე პროფესიონალები იზრუნებენ. ჟურნალში სისტემატიურად გამოქვეყნდება სხვადასხვა სახის პუბლიკაციები, ფოტორეპორტაჟები, დაიდება ბრენდების აუდიო/ვიდეო მასალა; ერთი სიტყვით,გამოყენებული იქნება ყველა ის შესაძლებლობა,რაც პორტალის მენიუსა და ჟურნალის ფორმით არის წარმოდგენილი.განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმ ბრენდებს,ვინც გახდება ჩვენი პარტნიორი.ასეთები უკვე არიან და დარწმუნებული ვართ, მათი რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.,,პარტნიორი ბრენდების''ქვერუბრიკიკაში სწორედ ისინი იქნებიან წარმოდგენილნი;გარდა ამისა,ჟურნალის შესაბამის რუბრიკებში ადგილი დაეთმობა ყველა მნიშვნელოვან მასალას, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, გაიგოს უფრო მეტი არა მხოლოდ თქვენი კომპანიის, არამედ მასში მომუშავე რიგითი თანამშრომლების შესახებაც.ჟურნალში გამოქვეყნდება ექსპერტთა მოსაზრებები ქართულ და არამარტო ქართულ ბიზნესში მიმდინარე პროცესებზე.
,,ბრენდნიუსში'' გამოქვეყნდება გარეშე ავტორების, კომპანიების ტოპ-მენჯერების, ბრენდ-მენეჯერების, მარკეტინგის, პიარისა და რეკლამის განყოფილებების ხელმძღვანელების საინტერესო მასალები, რაც პასუხობს პორტალის სფეციფიკას.
ეს აქტუალური მიმართულებებია:
ბრენდინგის იდეოლოგია და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები;
ნეიმინგი და ბრენდინგის კრეატიული ტექნოლოგიები;
ბრენდების წინ წაწევის ტექნოლოგიები;
ბრენდის სოციალური პასუხისმგებლობის, ქველმოქმედება-მეცენატობის მნიშვნელობა და უპირატესობები;
და სხვა სახის პუბლიკაციები, რაც პასუხობს პორტალის მოთხოვნებს.


