"საქართველოს ბანკი" და “Viza international" მომხმარებელს ფეხბურთის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების შესაძლებლობას აძლევენ. როგორც პრესკონფერენციაზე "საქართველოს ბანკის" კომერციულმა დირექტორმა გიორგი ბარკალაიამ განაცხადა, "საქართველოს ბანკი" "Viza international"-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად ახალი, Viza ელეცტრონ-ის ტიპის ბარათი Viza FIFA Card შემუშავდა. "Viza FIFA Card"-ის მიღება მომხმარებელს 5 მარტიდან 5 მაისამდე შეუძლია. პროექტში სულ 100 გამარჯვებული გამოვლინდება, ხოლო ის, ვინც აღნიშნულ ბარათს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ყველაზე ხშირად მოიხმარს და მინიმუმ, ოცი ლარის მოცულობის ტრანზაქციას განახორციელებს, სუპერპრიზს -ფეხბურთის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩზე დასასწრებ ორ ბილეთს მიიღებს", - განაცხადა ბარკალაიამ. ამასთან, მისივე თქმით, დანარჩენი 99 გამარჯვებული FIFA-ს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური მაისურითა და ბურთით დაჯილდოვდება. ცნობისთვის, "Viza FIFA Card"-ის გამოყენება ყველა ძირითადი საბანკო ოპერაციის განხორციელებისთვის არის შესაძლებელი. ამასთან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, "Viza FIFA" ბარათის ორი სხვადასხვა დიზაინიდან ერთ-ერთი აირჩიოს.
www.pirveli.com.ge


