გაერთიანებული ტელეკომის" ტექნიკურ დირექტორად ლევან ბუჩუკური დაინიშნა. როგორც "პირWელს" "გაერთიანებული ტელეკომიდან" აცნობეს, ბუჩუკური კომპანიის ტექნიკური განვითარებისა და ექსპლუატაციის საკითხებს წარუძღვება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, "სატელეკომუნიკაციო სფეროში მისი გამოცდილება და მაღალკვალიფიციურობა ხელს შეუწყობს კომპანიის ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბებას, ასევე არსებული სატელეკომუნიკაციო სერვისების დახვეწასა და განვითარებას უზრუნველყოფს". ცნობისთვის, ლევან ბუჩუკური სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობდა და ამ სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს მიღებული. კერძოდ, 2001–2004 წლებში ის "მაგთიკომის" გენერალური დირექტორი იყო, 2009 წლიდან დღემდე კი ბუჩუკური, როგორც შპს „ნოვუსის" გენერალური დირექტორი, "გაერთიანებული ტელეკომისა" და შპს "ნოვუსის" ერთობლივ პროექტს - "Novus TV"-ის ინტერნეტ-პროტოკოლზე დაფუძნებულ ტელევიზიას ხელმძღვანელობდა.


