სექტემბერი 2010
მენიუ





 
 
გენერალური სპონსორი:

"კია მოტორსი" მომხმარებელს საგაზაფხულო აქციას სთავაზობს


შაბათი, 03/06/2010 - 09:12

შპს "კია მოტორსი" მომხმარებელს საგაზაფხულო აქციას სთავაზობს. როგორც "პირWელს" "კია მოტორსიდან" აცნობეს, ის ვინც "კიას" სალონში "სერატოს" შეიძენს, საჩუქრად 400 ლიტრ საწვავს და  ყველაზე დაბალ პროცენტში (შესაძლებელია 14 თვის ვადით - 0%-იანი, ხოლო  5 წლის ვადით  13 %-იანი  განვადების გაფორმება) ავტო-განვადების გაფორმების შესაძლებლობას მიიღებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, განახლებული "სერატოს" წარმოება 2009  წლის ბოლოდან დაიწყო. ამასთან, შპს "კია მოტორსი" მომხმარებელს ე.წ. თრადე-ინ სისტემას სთავაზობს, რომელიც მეორადი ავტომობილის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. "კიას" და "პეჟოს" სალონში მისულ ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება აქვს, დილერს თავისი მეორადი ავტომანქანა ჩააბაროს და აღნიშნული ბრენდების სამოდელო რიგიდან სასურველი ახალი ავტომობილი შეარჩიოს.  ჩასაბარებელი ავტომობილის შეფასებული ღირებულება კლიენტს გადახდილ თანხად ჩაეთვლება და მომხმარებელი მხოლოდ ახლისა და მეორადი ავტომობილის ფასთა შორის სხვაობას აანაზღაურებს, რაზეც მას ასევე უპროცენტო ავტოგანვადების გაფორმების  შესაძლებლობა  ექნება", - აცხადებენ "კია მოტორსში". 
 


 

 

ჟურნალი "ბრენდნიუსი"