აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ი უცხოეთში არსებული ავტოგასამართი სადგურების მსგავსი ქსელის შექმნას აზერბაიჯანშიც გეგმავს.
SOCAR-ის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის თქმით, კომპანია 26 ავტოგასამართი სადგურის აშენებას გეგმავს.
"ამ დროისთვის 10 ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. სამი მათგანი 2010 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება, მეორე კვარტალში კი _ 7", _ განაცხადა აბდულაევმა.
კომპანია უკრაინაში 2010 წლის პირველი კვარტლის დასრულებამდე 20 ავტოგასამართი სადგურის გახსნას გეგმავს.
საქართველოში კი მას 33 ავტოგასამართი სადგური აქვს და წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 60-მდე გაიზრდება.


