ევროპის უმსხვილესი ავტოკონცერნის Volkswagen–ის სუფთა მოგება გასული წლის მონაცემებით, თითქმის 80%–ით შემცირდა და 960 მილიონი ევრო შეადგინა. მოგების ასეთი მკვეთრი ვარდნის მიზეზი მსოფლიო ფინანსური კრიზისია, რომლის შედეგადაც „ლუქსის“ კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა, მომხმარებელმა კი უფრო იაფფასიანი მანქანების შეძენა დაიწყო.Volkswagen Group–ი მსოფლიო ავტომწარმოებლებს შორის ერთ–ერთი უმსხვილესია. კომპანია უშვებს ისეთი ცნობილი ბრენდის ავტომობილებს, როგორებიცაა Volkswagen, Audi, Seat, Skoda. 2009 წელს კომპანიამ Porsche–სთან გაერთიანების პროცესი დაიწყო.
www.commersant.ge


