სექტემბერი 2010
მენიუ





 
 
გენერალური სპონსორი:

"საქართველოს ბანკის" "AMERICAN EXPRESS"-ის ჯაზის სეზონი ფრენკ მაქკომბის ტრიომ გახსნა


კვირა, 02/21/2010 - 07:52

20 თებერვალს "საქართველოს ბანკის" "American Express"-ის ჯაზის სეზონი  ფრენკ მაქკომბის ტრიომ გახსნა. "საქართველოს ბანკის" "American Express”-ის ჯაზის სერიის გენერალური სპონსორი "საქართველოს ბანკის" "American Express" ბარათია, რომლის მხარდაჭერის შედეგად ბილეთების სპეციალური ფასი 80 ლარი იქნება, ხოლო ის, ვინც ანგარიშსწორებას "American Express"-ით მოახდენს, ბილეთს ექსკლუზიურ ფასად - 60 ლარად შეიძენს", - განაცხადა ..საქართველოს ბანკის'' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფიო ბალავაძემ. 
მისივე თქმით, ჯაზის სეზონში მონაწილეობას ისეთი ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ, როგორიცაა ნიუ-ჯაზის საუკეთესო დრამერი ჯოჯო მაიერი და ჯგუფი "ნერვი", ლეგენდარული ჯონ მაკლაფლინი, დინ ბრაუნი და სხვები. შეგახსენებთ, რომ ჯაზის სეზონის ფარგლებში "თბილისი ივენთ ჰოლში" ოთხი თვის განმავლობაში 4 დაუვიწყარი  კონცერტი ჩატარდება. ცნობისთვის, ჯაზის სერიის ორგანიზატორია კომპანია "ისთერნ პრომოუშენი" და "თბილისი ივენთ ჰოლი", პროექტის მხარდაჭერები კი - ქალაქ თბილისის მერია, ტელეკომპანია "იმედი" და რადიო "სინდიკატი".

 

ჟურნალი "ბრენდნიუსი"