სექტემბერი 2010
მენიუ





 
 
გენერალური სპონსორი:

პროფესიონალთა აზრით



ტარიელ ზივზივაძე-დამოუკიდებელი ექსპერტი:

 პორტალი ეს არის საიტი, სადაც ბევრი ინფორმაციაა  ერთად  თავმოყრილი; თუ კომპანია არის ცნობილი, აქვს რაიმე პროდუქტი და ამასთანავე სურს ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს, პორტალი არის სწორედ ის  ადგილი, სადაც შესაძლებელია  მსგავსი ინფორმაციის განთავსება.  georgianbrand.ge არის საქმით დაინტერესებული ადამიანებისათვის. არსებობს მრავალი საიტი, სადაც ამ ტიპის ინფორმაცია არის განთავსებული, მაგალითად  conference.ge, სადაც უფრო დისკუსიები იმართება, მაგრამ როგორც ასეთი ერთიანობაში წარმოდგენილი სახით არ არსებობს, ანუ georgianbrand.ge ერთადერთია.

მარიკა ლომთაძე -„psp“ ჯგუფი:

  ვთვლი, რომ მსგავსი სახის პორტალები საჭიროა, როგორც ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის, ასევე ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნების კუთხითაც; ასეთ სახის პორტალები კომპანიას აძლევს მეტ მოტივაციას და სტიმულს, უკეთესად მოემსახუროს მომხმარებელს, შესთავაზოს მეტი სიახლეები და ა.შ ამასთანავე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ვართ პორტალის ერთ-ერთი გენერალური სპონსორი... წლებია გრძელდება ჩვენი და „პროფილის“ საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა; მახარებს სააგენტოს წარმატებები, რაც ამ პორტალის შექმნითაც დასტურდება.

ლალი ბრეგვაძე-„ავერსის“ ბრენდ- მენეჯერი:

 მოხარული ვარ, რომ არსებობს ქართულ ინტერნეტ სივრცეში მსგავსი პორტალი, რადგან აქამდე არ იყო შესაძლებლობა ყველა ბრენდი გვეხილა ერთ პორტალზე; ჩვენთვის ყველაზე მომხიბვლელია ის, რომ საიტზე მოქმედებს ბრენდების შეფასების სისტემა, სადაც კომპანიები კატეგორიის მიხედვით არის დაყოფილი და ხდება მათი სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასება. ჩვენთვის უმთავრესია მომხმარებლის აზრი და პორტალის საშუალებით ამას თვალნათლივ ვხედავთ.

ეკა ლობჟანიძე  - „წავკისის ველი“:

  ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა პორტალის არსებობა, რადგან  კონკურენტული გარემო მეტ სტიმულს აძლევს კომპანიებს, გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი.
  ჩემის აზრით, რასაც დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ აკეთებს, არის ახალი სიტყვა ქართულ ბიზნესში. კომპანიები მხოლოდ მედია საშუალების გამოყენებით ვერ გაზრდიან ცნობადობას, ამისათვის ინტერნეტ  რესურსის გამოყენებაც ძალზედ მნიშვნელოვანია.

 

ჟურნალი "ბრენდნიუსი"