|
|
|
გენერალური სპონსორი:
ოთხშაბათი, 02/10/2010 - 15:45
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" მორიგ გაზსადენს დღეს გურიაში გახსნის. ქალაქ ლანჩხუთში კომპანიამ 18 ქუჩის გაზიფიცირება მოახდინა, რითიც გაზსადენში ჩართვის საშუალება 578 პოტენციურ აბონენტს მიეცა. გაზსადენის გახსნის ცერემონიალს ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური, გურიის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული ვალერი ჩიტაიშვილი, "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი, "სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორი ანარ მამადოვი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.
ოთხშაბათი, 02/10/2010 - 15:31
"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ" დღეს დიდი დიღმის ასახვევთან მდებარე "ვისოლის" ქსელში პრობაციონერი დათო წიკლაური დაასაქმა. ღონისძიებას "ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასიკო ხორავა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახარების მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილი და "ვისოლის" კადრების დეპარტამენტის უფროსი რუსიკო სანიკიძე ესწრებოდნენ.
პარასკევი, 01/29/2010 - 09:32
"ავერსი-რაციონალმა" განმეორებითი სერტიფიცირება წარმატებით გაიარა და ISO სერტიფიკატი მიიღო. "ავერსი-რაციონალს" პირველი "TÜV SÜD MANAGMENT"-ის ISO სერტიფიკატი 2006 წელს მიენიჭა.
პარასკევი, 01/29/2010 - 09:14
“სონი ცენტრი თბილისი” და “ლაზერი-2 თბილისი” საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დავის გაგრძელებას ევროპის სასამართლოში გეგმავენ. “სონი ცენტრი თბილისის” ინფორმაციით, ამჟამად კომპანიების სარჩელის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.
პარასკევი, 01/29/2010 - 09:03
კომპანია „ელიტ ელექტრონიქსმა“ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან სპეციალური ჯილდო მიიღო. კომპანიის ინფორმაციით, „ელიტ ელექტრონიქსი“ წლის გამჭვირვალობისადმი ერთგულების ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა.
შაბათი, 01/16/2010 - 09:02
ლუდსახარში ,,მირზაანი'' გამოეხმაურა თბილისის მერის, ბ-ნ გიგი უგულავას ინიციატივას და 15 იანვარს, წერეთლის ქ.140-ში ახლახანს გახსნილ რიგით მესამე რესტორანში ,,მომავლის სახლის'' აღსაზრდელებს უმასპინძლა. კმაყოფილი ჩანდნენ ბავშვებიც და მასპინძლებიც. აქციას ესწრებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ბ-ნ ზაალ სამადაშვილი.
პარასკევი, 12/25/2009 - 09:48
23 დეკემბერს, 19 საათზე, ,,შერატონ მეტეხი პალასში’’ გაიმართა წლის გამარჯვებული ბრენდ-კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი.
,,ქართული ბრენდის დღე’’ ერთ-ერთი წარმატებული და გახმაურებული პროექტია, რასაც ადასტურებს მონაწილე კომპანიების, პარტნიორების, საინფორმაციო მხარდამჭერებისა და საზოგადოების ინტერესი.
ხუთშაბათი, 11/05/2009 - 17:57
კომპანია ,,უნივერსუმმა’’ გამოაქვეყნა რეიტინგი მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლებზე; კერძოდ, მსოფლიოს ლიდერ კომპანიებს შორის, 120 ათასმა სტუდენტმა დაასახელა 50 საუკეთესო კომპანია, რომლებთანაც შესაძლებელია მათი მომავალი დასაქმება. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ამერიკის, იაპონიის, ჩინეთის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, რუსეთის, კანადისა და ინდოეთის სტუდენტი–ახალგაზრდები.
სამშაბათი, 11/03/2009 - 12:11
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის" პრეზიდენტად ბიზნესმენი გიორგი ჭირაქაძე დაინიშნა. ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტებად კი "აგარა-შუგარ მენეჯმენტის" ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე და კომპანია “ვისოლ პეტროლიუმის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაინიშნენ.
სამშაბათი, 11/03/2009 - 11:56
3-თვიანი პაუზის შემდეგ "ელიტ ელექტრონიქსმა" მუშაობა განაახლა. კომპანია ძველი მენეჯმენტით, ბანკების 50 %-იან წილში შესვლით და დიდი ფასდაკლებით მუშაობას განაგრძობს. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ძირითადი უცხოელი მწარმოებლები, რომლებიც "ელიტ ელექტრონიქსის" პარტნიორებს წარმოადგენენ, არსებულ მენჯემენტს ნდობას უცხადებენ
|
|
|