სექტემბერი 2010
მენიუ





 
 
გენერალური სპონსორი:

ოთხშაბათი, 03/31/2010 - 07:28

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2010 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.
მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 36.0 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით გაიზარდა და 8418.5 მლნ ლარი შეადგინა.

 

ოთხშაბათი, 03/31/2010 - 07:25

მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 5.3 მილიარდ ლარს მიაღწი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვეებელი წინა თვესთან შედარებით, 0.6 პროცენტით გაიზარდა და 5.3 მლრდ ლარს მიაღწია.

 

სამშაბათი, 03/30/2010 - 09:09

ხორცის და რძის პროდუქტების ერთ–ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია „ნიკორა“ სურსათის უვნებლობის სამსახურს უპირისპირდება.კომპანიის დირექტორ ირაკლი ლომაიას განცხადებით, ამ სამსახურის განცხადებები ადგილობრივ წარმოებას დარტყმას აყენებს.

 

სამშაბათი, 03/30/2010 - 08:50

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით  ,,პეპსი''  პრომო აქციას იწყებს. ,,პეპსი’’-ს მენეჯმენტის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში მყიდველი ერთის ფასად  პეპსის 2 პროდუქციას შეიძენს.

 

ორშაბათი, 03/22/2010 - 11:42

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ბიზნეს-კომპანიების ლიკვიდაციისთვის საჭირო პროცესების გამარტივებას "რევოლუციურ ნაბიჯად" აფასებს. "კანონმდებლობაში შესული შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც ბიზნეს-კომპანიების ლიკვიდაციის პროცესები მარტივდება, ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი უსერიოზულესი ნაბიჯია.

 

ორშაბათი, 03/22/2010 - 11:17

"KSB ბანკი" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გენერალური სპონსორი გახდა. როგორც "პირWელს" "KSB ბანკიდან" აცნობეს, აღნიშნული ხელშეკრულება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის, ოპერისა და ბალეტის თეატრსა და ბანკს შორის მიმდინრე წლის 4 მარტს გაფორმდა.

 

ორშაბათი, 03/22/2010 - 10:59

1 ივლისიდან შესაძლოა, რუსულ ბაზარზე ქართული მინერალური წყალი "ბორჯომი" და ქართული ღვინო დაბრუნდეს. როგორც  რუსული გაზეთი  "კომერსანტი" იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ სალამატოვმა განაცხადა.

 

ორშაბათი, 03/15/2010 - 12:46

"ელიტ-ელექტრონიქსის" კრედიტორი ბანკების წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის სარეაბილიტაციო ჯგუფს ეფექტური ანტიკრიზისული პოლიტიკის გატარებაში კომპანიის დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძის ნათესავებით დაკომპლექტებული ძველი მენეჯმენტი უშლიდა ხელს.

 

ორშაბათი, 03/15/2010 - 12:42

სამუშაო პროცესი პარალიზებულია კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსში", რომლის თანამშრომლები უნდობლობას უცხადებენ "თიბისი" ბანკის ახალ მენეჯმენტს და უარს აცხადებენ მუშაობაზე, ვიდრე არ დაბრუნდება ძველი მენეჯმენტი.

 

ორშაბათი, 03/15/2010 - 12:38

"რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტმა "სიონის" კლუბის 18 ახალგაზრდა ფეხბურთელს ფორმები და პროფესიონალური ბურთები  გადასცა.

 
Syndicate content

ჟურნალი "ბრენდნიუსი"