სექტემბერი 2010
მენიუ





 
 
გენერალური სპონსორი:

ორშაბათი, 04/19/2010 - 17:04

20 აპრილს, სამაშაბათს,  13:00 საათზე, სუპერმარკეტთა ქსელი ,,იბისი”, ვაჟა ფშაველას #55-ში, იწყებს უპრეცედენტო აქციას, სახელწოდებით-,,ყველაზე ყიდვადი პროდუქტი”. ,,იბისის“ ქსელში ყოველკვირეულად  გაიმართება ყველაზე ყიდვადი პროდუქტის დეგუსტაცია-პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მოწვეულაები იქნებიან  ქსელის  კლიენტები.სპეციალურად მათთვის შეიქმნა ,, ერთგული კლიენტის ბარათი''.

 

კვირა, 04/11/2010 - 07:53

თქვენს სამსახურშია ლიცენზირებულ ექიმთა გუნდი
კლინიკის პრიორიტეტები:
*გამოცდილება
*პროფესიონალიზმი
*ხარისხიანი შედეგები პრობლემების მოგვარებაში(წონა, სიმაღლე, ჯანმრთელობა, სილამაზე)
*ყველასათვის ხელმისაწვდომი ინდივიდუალური პროგრამები(შესაბამისი ფასებით)

 

ხუთშაბათი, 04/08/2010 - 14:10

15 აპრილს, სიყვარულის დღეს'', ჯგუფი ,,ეგარი'' გეპატიჟებათ სოლო კონცერტზე. თქვენ გელოდებათ არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი საღამო რესტორან ,,თეთრ სახლში''. დასაწყისი 19.30 საათზე; მისამართი:მტკვრის მარცხენა სანაპირო, რესტორანი ,,თეთრი სახლი''; ტელ: 877751401;899104344;822479567. იხილეთ მოსაწვევი და დარეკეთ დღესვე!

 

პარასკევი, 04/02/2010 - 08:50

ქრისტე აღდგა! აღდგა მაცხოვარი კაცობრიობისა! მთელი ქვეყნის ქრისტიანობა გალობს დიდებულ საგალობელს ქრისტეს აღდგომისა. დიდი და პატარა ღაღადებს: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“ ქრისტიანობამ იცის, რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღდგა ქრისტე და აღადგინა თავისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თავისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა.

 

პარასკევი, 04/02/2010 - 08:07

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილმა’’ დაგეგმა და განახორციელა მორიგი საქველმოქმედო აქცია. ,,რუსთავი 2-ის’’ დილის გადაცემის მაყურებელმა დღეს იხილა ამ ღონისძიების ამსახველი პირდაპირი ეთერი.

 

ოთხშაბათი, 03/31/2010 - 08:08

სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი მოწმობის გადაცემის ცერემონიალი დღეს, საქპატენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
ცერემონიალი, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” გენერალური დირექტორის ირაკლი ღვალაძის ორგანიზებით გაიმართება.

 

ოთხშაბათი, 03/31/2010 - 07:59

მარკეტოლოგთა საერთაშორისო გილდიამ გამოკითხვის შედეგად მთავარ ნომინიაციაში ”საუკეთესო მარკეტინგი” გამარჯვებულად კომპანია ბილაინი დაასახელა.
გამოკითხვაში 500-მდე დამოუკიდებელი ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული მარკეტოლოგთა საერთაშორისო გილდია კომპანია ბილაინს მთავარ პრიზს წელს უკვე მეორედ გადასცემს.

 

ოთხშაბათი, 03/31/2010 - 07:53

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოში დაწყებულ შავი ზღვის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აფინანსებს.
ამასთან დაკავშირებით დღეს, EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევა შრეიბერმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ამ პროექტისათვის გრძელვადიანი სესხის სახით 80 მლნ. ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

 

ოთხშაბათი, 03/31/2010 - 07:45

საქართველოში პირველად მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნება, რომელიც მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეულის ფარგლებში ტარდება.
საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას ენერგეტიკის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები, აგრეთვე თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები, დონორი ორგანიზაციები და არასამთავრობოები მიიღებენ.

 

ოთხშაბათი, 03/31/2010 - 07:32

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ 2010 წლის 1 მარტისათვის 3.5 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი, 1.2 პროცენტით ანუ 40.9 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის 1 თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

 
Syndicate content

ჟურნალი "ბრენდნიუსი"