|
|
|
გენერალური სპონსორი:
ოთხშაბათი, 05/19/2010 - 14:15
სოჭის საფირმო რძის პროდუქტების კომპანიამ თბილისის მარკეტებში დეგუსტაციები დაიწყო.
ლევან ბოჭორიშვილი(დამფუძნებელი) – ჩვენი პროდუქცია მართლაც საუკეთესოა. სოჭის საფირმო რძის პროდუქტების გემო ალბათ ყველას გახსოვთ. ჩვენმა ტექნოლოგემა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სოჭის საფირმო არაჟანს თავისი განსაკუთრებული და განსხვავებული გემო არ დაეკარგა.
სამშაბათი, 05/18/2010 - 14:36
კომპანია „ბარამბო“ ნაყინის წარმოების დაწყებას გეგმავს. მენეჯმენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მენეჯმენტი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშია და შესაძლოა უახლოეს მომავალში „ბარამბოს“ ახალი დასახელების შოკოლადებთან ერთად ბაზარზე ნაყინიც გამოჩნდეს.
სამშაბათი, 05/18/2010 - 14:33
საქართველოში ფქვილის ერთ–ერთი უმსხვილესი მწარმოებლი „ბეგი და კომპანია“ აუქციონზე გაიყიდება. მიზეზი საბანკო დავალიანება გახდა, რომლის დაფარვა კომპანიამ ვერ შეძლო. ფინანსური პრობლემების გამო „ბეგი და კომპანია“ გაკოტრების რეჟიმში ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გადავიდა.
სამშაბათი, 05/18/2010 - 14:26
კომპიუტერული კომპანია „ალტა“ სახლის მულტიმედია კომპიუტერებზე საზაფხულო ფასდაკლებას აცხადებს. ფასდაკლება სრულ კომპლექტაციაზე გავრცელდება, რომელშიც შედის: მონიტორი, მაუსი, კლავიატურა, ვებ კამერა და დინამიკები.
სამშაბათი, 05/18/2010 - 14:21
“პეპსი” რებრენდინგს იწყებს. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, რებრედინგი მიმდინარე წელს დაიწყება, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება „პეპსის“ ლოგო, დაიწყება სხვადასხვა სახის აქცია და ჩამოისხმება ახალი გამაგრილებელი სასმელი.
სამშაბათი, 05/18/2010 - 14:16
საქართველოში ერთადერთი საიუველირო ქარხნის მფლობელი კობა ნაყოფია რესტორნების ბიზნესითაც დაინტერესდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ზარაფხანა დეველოპმენტის“ მეპატრონე „მონ–ჯგუფის“ წილში შესვლას გეგმავს, რომელიც მაღალი კლასის რესტორნების ქსელს აერთიანებს.
ორშაბათი, 05/17/2010 - 12:40
სუპერმარკეტთა ქსელი ,,იბისი’’ აგრძელებს ,,ყველაზე ყიდვადი პროდუქტის’’ აქციას და ამჯერად ჩვენი კორესპონდენტი გაესაუბრა ვაკის ქსელში ,,კოქტეილ ფართზე’’ თავშეყრილ მომხმარებლებს:
–,,ვარ ,,იბისის’’ მუდმივი მომხმარებელი,ძალიან მომწონს მომსახურება.ყოველთვის არის დიდი ასორტიმენტი,რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ დავიკაყოფილო სურვილები და სხვაგან არ მომიწიოს წასვლა რაიმეს საყიდლად...’’
მეგი გიგაური(სტუდენტი)
ორშაბათი, 05/17/2010 - 11:56
დაინახეთ სამყარო ჩვენს ფერებში და გაატარეთ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღეები (ქორწილი, ბანკეტი, დაბადების დღე) შესაფერის გარემოში. თბილი და მეგობრული სიტუაცია, უგემრიელესი კერძები, შეუზღუდავი პარკინგი, მიმზიდველი ადგილმდებარეობა, ხედი მტკვარზე, მრავალფეროვანი მუსიკა, ლეგენდარული ჯგუფი “ეგარი” ცოცხალი შესრულებით, დაუვიწყარი ქართული ფოლკლორი - ცეკვა, სიმღერა.
ოთხშაბათი, 05/05/2010 - 07:17
გიორგობა, ქრისტიანული წმინდანის გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნებოდა 23 აპრილს და 10 ნოემბერს (ძველი სტილით). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართებოდა. ქართლში - გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა. კახეთში - ალავერდობა, თეთრი გიორგობა. სამეგრელოში - ილორობა და სხვა.
შაბათი, 05/01/2010 - 09:03
,,იბისის’’ სუპერმარკეტთა ქსელი აგრძელებს აქციას სახელწოდებით ,,ყველაზე ყიდვადი პროდუქტი’’; ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას, თუ რა მოსწონთ ,,იბისი’’-ში და რა აზრი აქვთ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, მომხმარებლებმა და ,,იბისის’’ ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა ასე უპასუხეს:
|
|
|