სექტემბერი 2014
მენიუ





 
 
გენერალური სპონსორი:

ქართული


სამშაბათი, 07/01/2008 - 15:12

მადნეულმა“ სპილენძის კონცენტრანტის შემცველობა უკვე 60%-მდე გაზარდა. წარმოებული პროდუქცია ფოთის პორტიდან ლონდონში იგზავნება. კარიერები, რომლებიც კაზრეთსა და ბოლნისის რაიონშია განლაგებული, რამდენიმე სახის მადანს მოიპოვებს (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუთია).
„მადნეულმა“ 2008 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 25 ათასი ტონა კონცენტრანტი მოიპოვა.

 

სამშაბათი, 07/01/2008 - 15:06

ბოსტნეულისა და მსხვილი მარცვლეულის მწარმოებელი კომპანია „თავთავის“ პომიდვრის  წლევანდელი მოსავალი 80 ტონამდე იქნება. პროდუქციის რეალიზაცია აგვისტოდან დაიწყება. „თავთავის“ ნედლეულის უმსხვილესი მომხმარებელია კომპანია „ბაზი“, რომელიც პომიდორს 15 თეთრად ჩაიბარებს.

 

სამშაბათი, 07/01/2008 - 15:02

„პირველი ბრიტანული ბანკი“ გასულ წელს შემოვიდა საქართველოში, რომელიც  ბანკი „თეთრის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა. ბანკი ძირითადად ორიენტირებულია კორპორაციულ კლიენტებზე და ახლო მომავალში მათ მოქნილ და ინოვაციურ მომსახურების სიტემას შესთავაზებს. სამომავლოდ ბანკი ქსელის გაფართოვებასაც გეგმავს.

 

სამშაბათი, 07/01/2008 - 06:45

დავა „რუსთავი 2“-სა და  „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ (გლობალ TV) შორის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის რეტრანსლაციის შესახებ შეწყდა. „რუსთავი 2“-ის განცხადებით ჩემპიონატის ექსკლუზიური ჩვენების უფლება მხოლოდ მას ჰქონდა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ კომუნიკაციების კომისიაში, თუმცაღა აცხადებენ, რომ შეზღუდვა ტრანზიტულ და საკაბელო კომპანიებზე ამ მიზეზით არ ვრცელდება.

 

 

სამშაბათი, 07/01/2008 - 06:38

კომპანია „ბედია“  მომხმარებელს სულ მალე ქართულ საწებელს შესთავაზებს მაიონეზის მსგავსი შეფუთვით. დასაწყისისთვის, მარნეულის ტომატის საწარმოს ამოქმედებამდე, ნედლეულად ირანულ და თურქულ ტომატ-პასტას გამოიყენებენ. პროდუქტის უპირატესობას  ქართულ ბაზარზე მისი ფასი განაპირობებს. ქართული საწებელი უცხოურთან  შედარებით 30%-ით იაფი ეღირება.

 

პარასკევი, 06/27/2008 - 15:40

 Yahoo-მ  ჩატარებული კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ახალი მომხმარებელი უკვე არც ისე ბევრია, როგორც ეს სასურველია, რადგან მომხმარებლებს არ შეძლიათ საფოსტო ყუთებს დაარქვან თავიაანთი საყვარელი სახელები; ისინი ხშირ შემთხვევაში უკვე გამოყენებულია, ხოლო ის ვარიანტები, რომლებსაც სერვერი სთავაზობთ, არ შეესაბამება მათ.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იყენებთ თქვენ საფოსტო ყუთს საქმიანი წერილებისათვის. რომელ სახელს აირჩევთ: paul.smith608@yahoo.com თუ
paul.smith@ymail.com? ვფიქრობ რომ პასუხი ამაზე ნათელია. კომენტარს აკეთებს ჯორჯ  ჰაჯიჯორჯიუ (Georges Hadjigeorgiou), Yahoo-ს კომუნიკაციების მენეჯერი ევროპაში.

 

 

პარასკევი, 06/27/2008 - 13:52

„ბანკი რესპუბლიკას“ ცნობით, საქართველოს ბაზარზე „HSBC ბანკი - საქართველოს“ შემოსვლა ხელს შეუწყობს იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. დღეისათვის საქართველოში არსებული წამყვანი ბანკების წლიური საპროცენტო განაკვეთი 15%-დან 18%-მდე მერყეობს. ამ მაჩვენებლების დაწევა სავარაუდოდ ივნისის ბოლოდან დაიწყება.

 

 

პარასკევი, 06/27/2008 - 13:49

კომპანია „ციტრო“, რომლის წლიური წარმადობა 1 მილიონი ბოთლი პროდუქციაა, ბაზრის გაფართოვებას გეგმავს. „ციტროს“ წვენები მომავალი კვირიდან სომხეთის სავაჭრო ცენტრების დახლებზეც გამოჩნდება. 1 ბოთლის ფასი დაახლოებით 1 დოლარი და 20 ცენტი იქნება. უახლოეს მომავალში „ციტრო“ პროდუქციის ექსპორტს უკრაინაშიც გეგმავს.

 

 

პარასკევი, 06/27/2008 - 13:46

მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „მეგაფონი“ საქართველოში არალიცენზირებული  საქმიანობისათვის შესაძლოა 5000 ლარით დაჯარიმდეს. საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ კომპანია ,,მეგაფონი''  2004 წლიდან ცხინვალის რეგიონში უკანონოდ ფუნქციონირებს. ამ ინფორმაციას „მეგაფონის“ მოსკოვის ოფისში კატეგორიულად უარყოფენ.

 

 

პარასკევი, 06/27/2008 - 13:41

დიზაინერმა დონა კარანიმ, რომელიც აქამდე მხოლოდ ტანსაცმლის წარმოებით იყო ცნობილი, მომხმარებელს ახალი პროდუქცია   - სვაროვსკის კრისტალებითა და ცირკონის თვლებით  გაფორმებული   საათები შესთავაზა. საათების შეძენა უკვე თბილისში- „ართთაიმის“ მაღაზიებშიცა არის შესაძლებელი. მათი ფასი 230-დან 450 ლარამდეა. მერყეობს.

 

 
Syndicate content

ჟურნალი "ბრენდნიუსი"