სექტემბერი 2010
მენიუ





 
 
გენერალური სპონსორი:

ხუთშაბათი, 06/03/2010 - 07:37

დღეს, 3 ივნისს, 20:00, საათზე რესტორან "მეტეხის ჩრდილში" ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით "მოგზაურთა კლუბი" პარტნიორ კომპანია "ოდეონ ტურ" - თან ერთად აწყობს პრეზენტაციას - თურქეთი, ტუნისი, ეგვიპტე.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ვარშალომიძემ განუცხადა, "მოგზაურთა კლუბი" მუდმივად ცდილობს უცხოეთში დასვენების მსურველ ტურისტებს მათთვის ხელსაყრელი მარშუტები შესთავაზოს.

 

ხუთშაბათი, 06/03/2010 - 07:31

დღეს, 3 ივნისს, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი თავად გამართავს. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა 2 ივნისს ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

ხუთშაბათი, 06/03/2010 - 07:25

დღეს, 3 ივნისს, 12:00 საათზე, "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საგანგებო ბრიფინგს გამართავს. კომპანიის ყოფილი მმართველი გუნდის ცნობით, "თიბისი ბანკმა" 5,5 მილიონ აშშ დოლარად დაგირავებული "ელიტ ელექტრონიქსის" 55%-იანი წილი არაკეთილსინდისიერი გზით, 116 ათას ლარად ოფიციალურად გადაიფორმა.

 

ხუთშაბათი, 06/03/2010 - 07:08

მიკრომეწარმე სუბიექტები ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლდებიან, რაც შესაბამისი კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი. საგადასახადო კანონმდებლობაში სწორედ "მიკრომეწარმე სუბიექტის" დეფინიციის ჩაწერა და მათთვის ნულოვანი საგადასახადო განაკვეთის შემოღება იგეგმება.

 

ხუთშაბათი, 06/03/2010 - 07:06

ფულადი გზავნილების სისტემის ოპერატორმა "მანიგრამმა" "საქართველოს ბანკი" ნომინაციაში - "2009 წლის ყველაზე სანდო პარტნიორი ბანკი საქართველოში" გამარჯვებულად დაასახელა. როგორც "პირWელს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, ფულადი გზავნილების სისტემის ოპერატორმა "საქართველოს ბანკს” ჯილდო უკვე გადასცა.

 

სამშაბათი, 05/25/2010 - 08:08

ვირფსო მეგობრებო! ერთი ლექციის ფარგლებში ყოვლად შეუძლებელია ესოდენ რთული თემის ჩატევა და ამიტომ ამ ლექციას ექნება უფრო მიმოხილვითი ხასიათი, უფრო ზოგადად მოგახსენებთ ყოველივე იმას, რაზეც გვიფიქრია, გვიმუშავია მე და ჩემს მეგობრებს წლების მანძილზე, აგრეთვე ცალკეული გამოკვლევების შედეგებს როგორც აქ, საქართველოში, ასევე დასავლეთში.

 

სამშაბათი, 05/25/2010 - 07:51

საკანი. სენაკს მაგონებს იგი, პატიმარი - მეუდაბნოეს არანებაყოფლობითს. ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დავატყვევო საკუთარ თავში უსასრულო წყება სურვილებისა, სამშვინველისეული ქაოსის უმისამართო ენერგიით აღძრული, ლტოლვები, რომელთა დასადავება, გათოკვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა, სოფლისაგან განდგომილთა სანუკვარი მიზანია.
მეც აღარ დავაყოვნე და უმკაცრესი კანონმდებელივით სანქცია დავადე ჩემს აბეზარ სურვილებს, გარდუვალობის ძალით სათითაოდ დავატუსაღე და შევუდექი მათ ულმობელ განკითხვას. გაუჩინარდა გლუვი გველაძუა, ნაირფრად აელვარებული ხატება მათი. შეწყდა მათი მოუსვენარი, საყვედურით აღსავსე სისინი. მოისვენა სხეულმა, და სადღაც, გონებაში აკიაფდა სიმშვიდის მომფენი კანდელი სულისმიერი.

 

სამშაბათი, 05/25/2010 - 07:44

მოსე ჯანაშვილი და აკაკი შანიძე

ისევ ამოძრავდა ქართული სული. სწორედ 26 ვარდობისთვიდან იწყო ვარდივით ფშვა. არემარეს მოჰფინა სურნელება, დამატკბობელი გამხარებელი გულისა. ჩაედგა სული კლდეს, მთას, ბარს, უტყვს, მეტყვს.
ქართული სული უკვე დაქროლავს მატარებლით, მოსცურავს ნავით, მოზუზუნებს მავთულით, მოსჩქეფს მდინარის მჭევლზე, მოფრინავს ზენაქარზე, წკრიალებს ურმულში, გუგუნებს ჰოპუნასა და მრავალჟამიერში.
აღვიძებს ყრუ არსებათაც კი:კონცხებს, ფრიალოებს.

 

სამშაბათი, 05/25/2010 - 07:29

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

 

ხუთშაბათი, 05/20/2010 - 07:43

ჩვენი კორესპონდენტი, მეგი ბიბიჩაძე ესაუბრა ,,კაფე რუსთაველზე’’ დირექტორს, ქ-ნ მარიკა რატიანს.
-როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი,  ,,კაფე რუსთაველზე” მართავს ახალი მენეჯმენტი.  რას გვეტყვით ამის შესახებ?
-კაფე გაიხსნა დეკემბერში;  შევარჩიეთ თბილისის გული_რუსთაველის გამზირი. სწორედ, ადგილმდებარეობა გავითვალისწინეთ... აქ ხომ ბევრი ინსტიტუტი და სხვა სახის სასწავლებელი მდებარეობს; ასევე დასაქმებული ადამინების სიმრავლეა..  უამრავი ოფისია.

 
Syndicate content

ჟურნალი "ბრენდნიუსი"